UG Trip — ყაზბეგი
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაუვიწყარი თავგადასავალი — UG Trip ყაზბეგში გაიმართა!
ტურის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ ხეთოვანი და ისტორიული ადგილები, დატკბილიყვნენ ყაზბეგის ულამაზესი ბუნებით, ჩართულიყვნენ გუნდურ და გასართობ აქტივობებში და გაეტარებინათ დრო მეგობრულ, პოზიტიურ ატმოსფეროში. მოგზაურობამ სტუდენტებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ახალი ენერგია აჩუქა.
ადგილი: ყაზბეგი