სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც USAID/ PROLoG-ის მხარდაჭერით და ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და რომელშიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობენ.გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ წიკლაური, ენრი აბულაძე და გურამ ლექვინაძე. UGLS გუნდი ფინალში გადავიდა და მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსში მსაჯად მონაწილეობდა სამართლის სკოლის დირექტორი, ადვოკატთა ეთიკის კომისიის წევრი - ანა ხურციძეც.