სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უსაფრთხოების პლატფორმა (UGSP) 9 ივნისს სასტუმრო პულმანში მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას "უკრაინის ომის შემდეგ: პერსპექტივები და შედეგები ევროპასა და სამხრეთ კავკასიაზე"
მასპინძლობს.
კონფერენციის მთავარი ამოცანაა რუსეთ-უკრაინის ომის პოტენციური, სტრატეგიული (სამხედრო-პოლიტიკური) მნიშვნელობის მქონე შედეგების გამოკვეთა და რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მათი შესაძლო გავლენის შეფასება. კონფერენციის მიზანია შეისწავლოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, მისი სტრატეგიული შედეგები და მისი გავლენა რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.
კონფერენციის მონაწილე ექსპერტები გააანალიზებენ ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუციურ დინამიკას, ჩართული ქვეყნების ეროვნულ სტრატეგიებს და შესთავაზებენ ახალ კონცეფციებს რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.