ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 June 2026

საქართველოს უნივეერსიტეტი კონკურსს "სარკმელი 2026" პარტნიორი

 

30 მაისს,ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, მესამედ ჩატარდა მედიაფესტივალი “სარკმელი 2026”. მონაწილეებს რიგებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, მთელი ქვეყნის მასშტაბით - საჯარო სკოლის მოსწავლეები.კონკურსის ფარგლებში, მოეწყო ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭდური და ხელნაწერი გაზეთების, კედლის გაზეთების, ჟურნალების, კომიქსების, ვიდეოამბების, შემეცნებითი სოცმედიაპლატფორმების გამოფენა-პრეზენტაცია.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ბეჭდური გაზეთი.
  • საუკეთესო ბეჭდური ჟურნალი.
  • საუკეთესო კედლის გაზეთი.
  • საუკეთესო სასწავლო – შემეცნებითი ბლოგი.
  • საუკეთესო სასწავლო – შემეცნებითი ფეისბუქგვერდი.
  • საუკეთესო სასწავლო – შემეცნებითი ტიკ-ტოკ გვერდი.
  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი.
  • Al გენერირებული ფოტოების ვიდეოამბავი.
  • საუკეთესო კომიქსი.

მსგავასად წინა წლებისა, წელსაც მედიაფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტი იყო, რომელმაც საკუთარი რჩეული გამოავლინა და დააჯილდოვა. მაია ღუბელაძემ, ( საქართველოს უნივერსიტეტის, ქ. ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენელი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია მიქავა და სოფიო არდია დააჯილდოვა,  ნომინაციაში -  საუკეთესო კომიქსი. გამარჯვებულებებს, სიმბოლურ საჩუქრები გადაეცათ უნივერსიტეტისგან და ასევე, მათთვის სასურველ დროს - ინდივიდუალური ვიზიტი, სასურველი პროგრამების ხელმძღვანელებთან - საქართველოს უნივერსიტეტში. 

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად და აქტიურად უწევს მხარდაჭერას ასეთ პროექტებს, რომლის მიზანიც, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ახალგაზრდებში სამოქალაქო, ახალგაზრდული და მოსწავლეთა ჟურნალისტიკის არსის გააზრება და ჟურნალისტური უნა-ჩვევების განვითარებაა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი