სიახლეები
19-20 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროსა და ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიული უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, ბოლო პერიოდში, უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგში მიღწეული შედეგებისთვის გაწეული რეფორმების და გამოცდილების გაზიარება იყო. აგრეთვე, სწავლების იმ თანამედროვე მეთოდების გაცნობა, რომელსაც სამართლის სკოლა აქტიურად ნერგავს.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში არსებული ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკასა და მათ მიერ ჩატარებული კვლევების მთავარ მიმართულებებს გაეცნენ. აგრეთვე, დაიგეგმა სამომავლო პროექტები, ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური თუ სამეცნიერო აქტივობები.