სიახლეები
2015 წლის 20 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს. მათ დაათვალიერეს სასამართლოს შენობის დარბაზები, სადაც მიმდინარეობდა ცნობილი და ისტორიული სასამართლო პროცესები, ასევე მოინახულეს მართლმსაჯულების მუზეუმი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს გააცნეს სასამართლოს მუშაობის სისტემა და მისი პროცედურები.