სიახლეები
9 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ უმასპინძლა ვებინარს თემაზე: “მარკეტინგი კორონავირუსის დროს “.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო კორონავირუსის გავლენა მარკეტინგზე, ქართული ბრენდების მაგალითები და რჩევები თუ როგორ შეიძლება მართონ ბრენდებმა პანდემიის დროს კომუნიკაცია, მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობის დახმარების მიზნით.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სპიკერმა და დამსწრეებმა ერთმანეთში საინტერესო მოსაზრებები გაცვალეს.
ვებინარს გაუძღვა თეიკო ლომინაძე, East Point-ის მარკეტინგის მენეჯერი.