სიახლეები
2020 წლის, 20 ივნისს, 19:00 ჩატარდა US Government Exchange Program Alumni Association of Georgia - EPAG მიერ ორგანიზებული ვებინარი: მედიაციის როლს პანდემიის პერიოდში.
ვებინარზე სპიკერებმა ისაუბრეს მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის მნიშვნელობაზე პანდემიის მიერ გამოწვეულ სამართლებრივ დავებში, ონლაინ მედიაციასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში, არსებული სამედიაციო სერვისებზე და სხვა.
ვებინარის სპიკერები გახლდათ:ირაკლი ყანდაშვილი - მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული კომპანიის "K&K Consulting" მმართველი პარტნიორი;
სოფიო ტყემალაძე - Resolve -ის დამფუძნებელი, მედიატორი;
ანა ხურციძე - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, მედიატორი.