ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 April 2023
ვილემ ს. ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შეჯიბრი.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ვილემ ს. ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შეჯიბრში. შეჯიბრის ზეპირი რაუნდები ყოველწლიურად ავსტრიის ქალაქ ვენაში იმართება, რომელმაც 31 მარტს-6 აპრილს 378 გუნდს მოუყარა თავი.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შეადგენდნენ სტუდენტები: ანასტასია რაზმაძე, ანა გელენიძე, ბერდია ჯაჯანიძე, თამარ ციმაკურიძე და ბობურჯონ რახმატოვი, მწვრთნელები: ქეთევან გივიშვილი და თინათინ თავხელიძე. 

შეჯიბრისთვის გუნდი ხანგრძლივად ემზადებოდა, რაც მოიცავდა საარბიტრაჟო მოსარჩელის და მოპასუხის წერილობით მემორანდუმებზე მუშაობას და სავარჯიშო რაუნდებს ქართული და უცხოური უნივერსიტეტების 40-ზე მეტ გუნდთან. 

ვენაში გამართულ რაუნდებში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა ედინბურგის უნივერსიტეტის (University of Edinburgh), კემბრიჯის უნივერსიტეტის (University of Cambridge), კოლომბიის უნივერსიტეტისა (Universidad Nacional de Colombia) და ქალთა სამეფო უნივერსიტეტის (Royal University for Women) გუნდებს.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი