სიახლეები
მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო უამრავი საგანმანათლებლო ღონიძიება, მათ შორის ბევრი იმიტირებული პროცესის კონკურსი გაუქმდა. თუმცა ვილემ ვისის სახელობის კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შეჯიბრის ორგანიზატორებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება შეჯიბრი ონლაინ-ფორმატში გაეგრძელებინათ.
ერთ-ერთი პირველი კონკურსი, რომელიც ელექტრონულ ფორმატში გადავიდა იყო Middle East eVis Pre-Moot, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia - ის გუნდმა. გუნდს წარმოადგენენ სტუდენტები: გიორგი გუჯაბიძე, თინათინ თავხელიძე, სალომე ბექაური და ანი ტუჩაშვილი, მწვრთნელი: ქეთევან გივიშვილი.
ონლაინ ფორმატმა დააყენა სრულიად ახალი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც მოუწიათ მონაწილეებს. ამ ფონზე, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა მოახერხა მე-4-ე საპრიზო ადგილის მოპოვება. გარდა ამისა, გუნდის ერთ-ერთი მონაწილე - გიორგი გუჯაბიძე გახდა მოსარჩელის პოზიციაში კონკურსის საუკეთესო მომხსენებელი.
ვამაყობთ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, #Uის გუნდმა ასეთი შედეგი დადო. ჩვენ შემართებით ვაგრძელებთ მომზადებას ვენის ონლაინ რაუნდებისთვის, რომლებიც 4-9 აპრილს არის დაგეგმილი.