14-17 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, 2022-2023 წლებში ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) პრეზიდენტი, საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროგრამის განვითარების საბჭოს საერთაშორისო მრჩეველი პოლ ბარკვოლი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები და ლექციები ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორებისათვის.