სიახლეები
1-6 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენლებმა სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ბაბეს-ბოლიაის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტს (რუმინეთი). ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ერასმუს + დაფინანსებული „სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ მეცნიერებებში“ თანამშრომლობის ფარგლებში.
ვიზიტის მიზანი იყო რუმინეთის ბაბეს-ბოლიაისა და მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტების სოციალური მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამების ლეგალური და ადმინისტრაციული ჩარჩო-სტრუქტურის შესწავლა, პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების ამ მიმართულებებში სამომავლო სადოქტორო კვლევების შესაძლებლობების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები ეწვივნენ კლუჯის გასტროენტეროლოგიურ კლინიკას, შეხვდნენ „ცენტრალური ევროპის რეგიონის ანონიმური ალკოჰოლიკების პროგრამის“, პატა-კლუჯის პროექტის ბოშების საზოგადოებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
შეხვედრის ბოლოს განხორციელდა პროექტის კოორდინატორების ადმინისტრაციული შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა განვლილი კვირის აქტივობების განხილვა და დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.