სიახლეები
30 მარტს საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზჰან იუქსელი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც გულისხმობს აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამაზე თურქოლოგიის მიმართულებით ერთპობლივი პროექტების შემუშავებას. ბატონმა ალი ოღუზჰან იუქსელმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა სასწავლო ლიტერატურის რამდენიმე ათეული წიგნი.
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა თინა ღუდუშაურმა და დამსწრე სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბატონ ალი ოღუზჰან იუქსელს და გამოთქვეს იმედი, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფ. თინა ღუდუშაური და თურქოლოგები - ქალბატონი თეა მეშველიშვილი, ქეთევან გორგაძე და ნინო ღაღვიშვილი.