სიახლეები
მიმდინარე წლის 20-25 მაისის პერიოდში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო საქმის დეპარტამენტის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, მარინე ჯიმუხაძე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა იოანე პავლე II-ის უნივერსიტეტში, ბიალა პოდლასკაში (პოლონეთი).
იოანე პავლე II-ის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მან ლექციები ჩაატარა პედიატრიული საექთნო საქმის მიმართულებით, დაესწრო სემინარებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს და მოინახულა მულტიპროფილური ჰოსპიტალი, სადაც სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკას.
მას ასევე შეხვედრები ჰქონდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანბამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.