სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს ვორქშოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ.
ვორქშოფის თემატიკაა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემადგენლობა, სტრუქტურა და იურისდიქცია;
საქმისწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებები და გადაწყვეტილებები;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობა;
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაგეგმილი რეფორმები.
ტრენერი - საჯარო სამართლის პროფესორი მალხაზ ბეგიაშვილი.
ვორქშოფი სრულად ფინანსდება სამართლის სკოლის მიერ და უფასოა მონაწილე აბიტურიენტებისთვის.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 60 აბიტურიენტი. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის მიხედვით.
ვორქშოფის ბოლოს მონაწილეები შეფასდებიან 20 კითხვიანი ტესტით. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.