სიახლეები
2023 წლის 1 მაისს შედგა შეხვედრა-ვებინარი პროფესორ მასაში იანაგისავასა (University of Tsukuba, University of Texas Southwestern Medical Center) და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში. პროფესორმა მსმენელებს გააცნო კვლევების უახლესი მიმართულებები და მსოფლიო ინტერესები, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. პროფესორმა მასაში იანაგისავამ გამოთქვა მზაობა, მომავალშიც გაუწიოს რეკომენდაციები სტუდენტებს მათი მომავალი კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისათვის.