სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში მორიგი ტოლერანტობის კვირეული ჩატარდა, რომლის განმავლობაში გაიმართა საინტერესო საჯარო ლექციები.
კვირეულის მანძილზე, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა განიხილის აქტუალური საკითხები:
შეგახსენებთ,რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“.
ტოლერანტობის კვირეულის ტრადიცია და სტუდენტების აქტიური ჩართულება მიუთითებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ჯანსაღი ღირებულებების დამკვიდრებას უწყობს ხელს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია თვით-განვითარებისთვის და საზოაგოდების დემოკრატიული წინსვლისთვის.