სიახლეები
23 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეციერებათა სკოლამ უმასპინძლა ვორქშოფს თემაზე: „აუდიტორიაზე ზემოქმედების ტექნიკები“.
ვორქშოფის ფარგლებში განხილული იყო საკითხები, რომლებიც დამსწრეებს დაეხმარებათ სტრატეგიული და დამარწმუნებელი კომუნიკაციის განხორციელებაში:
· საჯარო გამოსვლის ზოგადი სტრუქტურა;
· აუდიტორიის ტიპები;
· დამარწმუნებელი გამოსვლის კონკრეტული ტექნიკები;
· ეფექტური გამოსვლის ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები.
ვორქშოფს გაუძღვა ქ-ნ ანი ციცქიშვილი, Luka Polare-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელი, სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „Peritus Group-ის“ კონსულტანტი.