სიახლეები
საქართველოს სამართლის ინსტიტუტი, სამართლის აკადემიური ქსელის მონაწილე უნივერსიტეტების სამართლის სკოლებთან თანამშრომლობით https://bit.ly/2XVthAd, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ზამთრის სკოლაში ადამიანის უფლებები COVID-19 პანდემიის დროს !
ზამთრის სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას COVID-19 პანდემიის დროს ადამიანის უფლებათა შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხებზე. ზამთრის სკოლაში ყურადღება გამახილვებული იქნება მიმოსვლის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე, აგრეთვე ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე.
ზამთრის სკოლაში ლექციებს გაუძღვებიან:
კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 2006-2016 წლებში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
დავით ზედელაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
ლევან მაისურაძე, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი;
ზამთრის სკოლის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი:
- ზამთრის სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე info@gli.edu.ge
!წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: ზამთრის სკოლა ადამიანის უფლებები COVID-19 პანდემიის დროს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 მარტი, 18:00 საათი.
- მონაწილეების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
- ზამთრის სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
ზამთრის სკოლა გაიმართება ონლაინ, დისტანციური ფორმით 2021 წლის 22-27 მარტს.
ზამთრის სკოლა ტარდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროექტის მხარდაჭერით