20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიმართულებით. არის ინფორმაციული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის პროფესიონალი ექსპერტი.
1996 წელს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და აქვს მაგისტრის დიპლომი. ამავე უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს ასპირანტურა.
1995 წლიდან, 12 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარალმენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის სისტემების და ქსელების ადმინისტრირების განყოფილების უფროსად და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2007-დან დღემდე ხელმძღვანელობდა სხვადსხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების (კომპანია UGT, სს პრივატბანკი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტებს.
ამჟამად მუშაობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უშუალოდ არის ჩართული პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონიერების შემოწმებების პროცესში და ხელმძღვანელობს სამსახურის მიერ განხორცილებულ შემოწმებებში მონაცემთა უსაფრთხოების მიმართულებით ტექნიკური აუდიტის წარმართვის პროცესებს.
ყველა ორგანიზაციებში, სადაც ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, უშუალოდ მის მიერ არის შემუშავებული და დანერგილი, საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი, IT მენეჯმენტის, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის და ბიზნესის უწყვეტობის მართვის პოლიტიკები და შესაბამისი პროცედურები.
როგორც IT მენეჯერი თავად ხელმძღვანელობდა მრავალ IT პროექტს და იღებდა მონაწილეობას მათ დანერგვაში.
2005-2019 წლებში იყო მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერისიტეტში, სადაც კითხულობდა IT სისტემების და ქსელების მართვის და ასევე, ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს.
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალი ტრენინგი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის: Course on Data Protection and Privacy Rights (Council of Europe, Programme of HELP), Cyber Investigations and Forensic Examinations Course (Department of Justice of USA, FBI), Investigating DNS abused & criminal use of the DNS (ICANN), CISSP (Certified Information System Security Professional) ISC2 Official course (IT-knowledge), Course on CobiT5: Manage and audit IT systems (Fast Lane), Data Center Designer Course (CNet , Dubai), ITIL V2 - ITSM Foundation (Metrika, Riga)