ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ქეთევან ცანავა
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტი
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა


განათლება  
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული - ბაკალავრი - 09/01/2009 - 07/31/2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული - მაგისტრი - 10/01/2013 - 08/31/2015
კურსები  
შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში-PUBL3212 (  2024/2025; )
ცხრილი  
შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში-PUBL3212
საქართველოს საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის თერთმეტწლიანი გამოცდილების შედეგად, ქეთი ცანავას სამუშაო სფერო მოიცავს კარგი მმართველობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ანგარიშვალდებულების, საჯარო ადმინისტრირების, პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და სამართალშემოქმედების მიმართულებებს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოორდინაციას უწევდა რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორულ რეფორმას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებასა და საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) მონაწილეობას. ქეთი საქართველოს წარმოადგენდა სხვადასხვა ფორუმებზე, მოლაპარაკებებსა და საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე, მონაწილეობდა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანგარიშების წარდგენის პროცესში, როგორიცაა: EU, OECD/SIGMA, OECD/ACN, GRECO, UNODC, OGP, NATO/ANP-საქართველო და EaP ფორმატები. ქეთი ასევე მუშაობდა უფროს სამართლებრივ მრჩევლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. მას ასევე აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საერთაშორისო სამდივნოში მუშაობის გამოცდილება. ქეთი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. სპეციალიზებული სასწავლო კურსით თემაზე - „კორუფციასთან ბრძოლა: საერთაშორისო აქტორები და ანტიკორუფციული პლატფორმები“ - ქეთი თავის გამოცდილებას უზიარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი