სოფიო გაჩეჩილაძე- მოწვეული სპეციალისტი- უძღვება ანიმაციის საფუძვლების სალექციო კურსს. ის არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია-ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი, მას დიდი გამოცდილება აქვს ანიმაციის სფეროში, როგორც ანიმატორი მუშაობდა „ქართული ანიმაციური სტუდიები“- ში. დღეს-დღეობით მიჰყავს ანიმაციის საფუძვლების სალექციო კურსი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), ის მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის, ფშავის ეთნოლოგიური კვლევის სამეცნიერო გრანტზე, როგორც მულტიმედიური დისკის დიზაინერი და ანიმირების ავტორი. ამა წლის სექტემბრიდან კომპანია “Mindworks” თან ერთად გეგმავს ერთწლიან “Stop Motion” ანიმაციის კურსს 10-14 წლის ბავშვებისათვის.
სოფიო გაჩეჩილაძეს აქვს ანიმაციის სფეროში პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების მრავალწლიანი გამოცდილება.