ელენე დავითაშვილი - მოწვეული ლექტორი - უძღვება სალექციო კურსს - კომპოზიცია გრაფიკულ დიზაინში და სალექციო კურსს ინდიზაინში. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი მედიახელოვნებასა და გრაფიკულ დიზაინში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან. ელენე დავითაშვილს გავლილი აქვს გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა მიმართულებებით პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. ასევე ილუსტრაციის, ტრადიციული და ციფრული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებით პრაქტიკული მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. მას ასევე აქვს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში/GAU Georgian American University სწავლების, გამოფენისა და ვორქშოფის ჩატარების გამოცდილება. ასევე ლექცია-ვორქშოფის ჩატარების გამოცდილება კავკასიის უნივერსიტეტში. მისი საქმიანობა ეხება როგორც თეორიულ კვლევას, ისე პრაქტიკულ პროექტებს, განსაკუთრებით ვიზუალური კომუნიკაციის როლზე სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. იგი კურსებში ხაზს უსვამს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პროგრამულ უნარებს. მისი მიზანია სტუდენტებს გაუზიაროს ცოდნა დიზაინის პრინციპებზე და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარზე კრეატიული და გააზრებული ნამუშევრების შესაქმნელად.