ანგული ქავთარაძე არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას აქვს 50-წლიანი გამოცდილება ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და პედაგოგიკის სფეროებში. ის არის გამორჩეული ქართველი ქორეოგრაფი და კულტურის მოღვაწე. მან მიიღო განათლება სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისტორიის მაგისტრი) და ქ. თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში (ქორეოგრაფიის სპეციალობა) და მთელ თავის პროფესიულ საქმიანობას უძღვნის ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას.
ის არის ანსამბლ „კავკასიონის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელობით ანსამბლმა მრავალგზის გრან-პრი მოიპოვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე. იგი ასევე გახლდათ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი, იყო მიწვეული ქორეოგრაფი Fire of Anatolia-ში და ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკურ ცენტრს.
მისი ღვაწლი აღინიშნა არაერთი სახელმწიფო და პროფესიული ჯილდოთი, მათ შორის „ღირსების ორდენით“ (2001), „ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით“ (2014) და „ქართული საცეკვაო ხელოვნების რაინდის ორდენით“ (2023). მისი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს მრავალ მასტერკლასებს, დადგმებსა და სასწავლო პროგრამებს ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში, ასევე აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსების ჟიურის წევრისა და თავმჯდომარის სტატუსით.