ელზა სოლოღაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პედაგოგი 2006 წლიდან. უძღვება სალექციო კურსებს - სოციალური ფსიქოლოგია, კარიერის მართვა, პერსონალის მოტივაცია და პერსონალის ეფექტურობის შეფასება საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფუხურებზე. გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა მხვილ კომპანიებში. იყო IMG (ინტეგრირებული მენეჯმენტის ჯგუფი) საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტ-კონსულტანტი, სადაც განხორციელებული აქვს მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში პროექტები. აქვს ადამიანური რესურსების მართვის, მენეჯერული უნარების განვითარების, ბიზნეს კომუნიკაციის და მომსახურების სტანდარტების ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.