სოფიო სკლიარენკო -მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. კლინიკური კვლევების წამყვანი სპეციალისტი - „ მსოფლიო კლინიკური კვლევები“, ექიმი მეან-გინეკოლოგი, საქართველოსუნივერსიტეტისმოწვეული სპეციალისტი გერიათრიაში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტაჟირებები გავლილი აქვს ესპანეთში, რუსეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიასა და თურქეთში. დაცული აქვს სადოქტორო ნაშრომი თემაზე „დემოგრაფიული და სოციალური ფაქტორების ზეგავლენა ჭარბ წონასა და სიმსუქნეზე საქართველოში“. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სერტიფიკატები - პროექტის მენეჯმენტში, ეპიდემიოლოგიასა და ბიოსტატისტიკაში, გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში. იყო USAID -სა და სოროსის ფონდის პროექტების მონაწილე. ყავს მეუღლე და ორი შვილი.