ეკატერინე ბაღიშვილი, სამართლის დოქტორი - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი 2013 წლიდან. უძღვება ვალდებულითი სამართლის ზოგადი ნაწილის, სახელშეკრულებო სამართლის და შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის სალექციო კურსებს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურზე.
2003 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით. ამჟამად არის შსს აკადემიის პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
მოპოვებული აქვს მაქს პლანკის სახ. გრანტი (2013 წელი), ასევე DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდია (2014 წელი) შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია) კვლევების ჩატარების მიზნით.
მისი სამეცნიერო ინტერესები ფოკუსირებულია საერთაშორისო კერძო სამართლის, ასევე ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე, განსაკუთრებით კერძო სამართლის ევროპული უნიფიკაციის კონტექსტში.
არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი.
ჰყავს ვაჟიშვილი.