ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ჟანა ჩიქოვანი
სამართლებრივი დახმარებისა და კლინიკური განათლების ცენტრის მენეჯერი
მაგისტრი
სამართლის დეპარტამენტი
სამართლის სკოლა


განათლება  
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტი - მაგისტრთან გათანაბრებული - 2001-03-09 - 2006-07-25
ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა - ბაკალავრი - 2006-01-01 - 2011-01-01
კურსები  
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა-LAWB4295 (  2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; )
ჟანა ჩიქოვანი იურისტი, ადვოკატი(საერთო სპეციალიზაციით), 2011 წლიდან. ჟანა ჩიქოვანი არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლებრივი დახმარებისა და კლინიკური განათლების ცენტრის მენეჯერი, 2015 წლიდან. მას აქვს იურისტად მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. ჟანა არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საადვოკატო უნარ-ჩვებების სალექციო კურსში, „სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა“. ჟანამ წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხური(წარჩინებით). ჟანას აქვს ასევე პედაგოგიური განათლება, მას აქვს მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკისა და ფიზიკის სპეციალობაში, სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2001-2006 წლებში. ჟანამ იურისტად მუშაობა დაიწყო 2011 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია- „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში“. უშუალოდ მისი სამუშაო გულისხმობდა ერთის მხრივ ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას, მეორეს მხრივ კი სტუდენტებისათვის პრაქტიკის მიწოდებას. 2014 წლიდან მუშაობა გააგრძელა ააიპ „თბილისელების ადვოკატში“, ტრენერ ადვოკატის პოზიციაზე. აქაც მის ფუნქციას წარმოადგენდა კლიენტთა მომსახურება და პარალელურად სწავლება. 2015 -2016 წლებში იგი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგისტრატურის საფეხურზე. ხოლო 2017 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა კლინიკის სალექციო კურსში. ჟანა ჩიქოვანი, 2020 წელს აირჩიეს არბიტრთა ასოციაციის მიერ, არბიტრთა ეთიკური სამართალდარღვევის ფაქტების მომკვლევ პირად. ჟანა ჩიქოვანი არის მენტორ ადვოკატი და აქვს არასრულწლოვნათა საქმეებზე მუშაობის უფლებამოსილება. სამართლებრივი დახმარების ცენტრი არის წევრი იურიდიულ დახმარების მიმწოდებლებთა ერთიანი ქსელის, 2017 წლიდან.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი