ჯაბა გველებიანი - მოწვეული ლექტორი - უძღვება საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციების კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი (LLM) მიღებული საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი სამართალში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მას აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი კომერციული სამართლის სფეროში აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება. ჯაბა აქტიურად მონაწილეობს საქართველოში დავის ალტერნატიული მოგვარების სისტემების განვითარების მიზნით იურიდიული განათლების კუთხით და ხელმძღვანელობს სფეროში მომუშავე არა-სამთავრობო ორგანიზაციას. ის მე-6 წელია დასაქმებულია კერძო იურიდიულ ფირმაში და გარდა რეგულარული საადვოკატო საქმიანობისა აქვს კომპანიის პორტფელისა და პერსონალის მართვის გამოცდილება.