ნინო ნანეიშვილი - მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. ექიმი ფსიქიატრი. საქართველოს უნივერსისტეტში უძღვება ფსიქიატრის, ფსიქიკურ აშლილობათა პრევენციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ქცევების მართვის სალექციო კურსს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურებზე.
გავლილი აქვს სასწავლო კურსები კლინიკურ ფსიქიატრიაში, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და თემზე დაფუძნებულ ფსიქიატრიაში, სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებში, ტრეავმისა და სტრესის, ფიზიკური აგრესიის მართვის საკითხებში, საზოგადოებრივ და პირველად ჯანდაცვაში. მონაწილეობდა საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესწავლის პროგრამაში. ჩართული იყო თამბაქოს საწინაარმდეგო პროგრამებში.
მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთლობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა და ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში. არის თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ჰყავს მეუღლე და შვილი.