თინათინ კუპრაშვილი - ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის მენეჯერი -
აქვს მაგისტრის ხარისხი ამერიკათმცოდნეობაში აკ. წერეთლის სახელმწიფო
უნივერისტეტიდან, ხოლო მოცემული მომენტისათვის არის საქართველოს
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, მმართველობის სკოლის მაგისტრის
საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. მას გავლილი აქვს პროექტების მართვის
ინტენსიური კურსი მართვის აკადემიაში და ასევე ეფექტური კომუნიკაციის
ინტენსიური კურსი სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში. აქვს სახელმწიფო
სერვისების, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამული უზრუნველყოფის
სფეროში საოპერაციო მენეჯმენტისა და პროექტების მართვის საკითხებში
მუშაობის გამოცდილება.