ცოტნე ჩადუნელი - მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში. ვებ ტექნოლოგიების სპეციალისტი, დაკავებულია სასწავლო კურსებით ამავე სფეროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან განვლილი სასწავლო პროგრამით აიღო ინფორმატიკის ფაკულტეტის ინგლისური სექტორის ბაკალავრის დიპლომი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობით. როგორც სხვადასხვა კომპიუტერულ აპლიკაციებში ასევე ვებ ტექნოლოგიებში აქვს მუშაობისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.
აქვს საქმის წამოწყებისა და ორგანიზების გამოცდილება. ადრეულ წლებში კოლეგებთან ერთად დააფუძნა ვებ/ სასწავლო სტუდია - უძღვებოდა და ჩართული იყო სწავლების პროცესში.
საორგანიზაციო საქმიანობით იმუშავა სამეცნიერო ხარისხის წარმომადგენლებთან.
მედიის განვითარების არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუს ჯორჯიაში“ იმუშავა ვებ პროექტების გამართვაზე, ხელმომწერთა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის სისტემის შექმნაზე.
„საქართველოს ბანკის“ მენეჯერებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებისა და ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან ქარდის“, AzRy -ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ხელშეწყობით, ორგანიზება გაუკეთა და შექმნა ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში.
წლების მანძილზე ასწავლიდა საქართველოში შექმნილ პირველ IT კოლეჯში ITVET. გამოიჩინა ინიციატივა, იყო მოდულის კორდინატორი, მოსწავლეებისთვის მოიძია პრაქტიკის გასავლელი ადგილები (სამინისტროები, ფირმები, საქმიანი ადგილები) - უმრავლესობამ გაიარა სტაჟირება, ასევე დასაქმდნენ.
წამყვან საქმიან პარტნიორთან ერთად დააფუძნა დეველოპელური ოფისი „იოტა სტუდია“, იყო ფირმის დირექტორი, პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად გუნდმა აიმაღლა ცოდნა, გამოცდილება, აკეთა მაშტაბური ვებ პროექტები, ახლად დაარსებულმა სტუდიამ 1 წლის მანძილზე 10 ზე მეტი პროექტი დაასრულა.
შემდეგ წლებში კერძო პირის ინიციატივით, მუშაობდა მოცულობით პროექტზე, იყენებდა ვებ დიზაინის, ინფორმაციული არქიტექტურის, პროგრამირების, საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციისა და ინფორმაციული შემცველობის შექმნისთვის საჭირო ცოდნას.
ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან პროფესულ კოლეჯთან არსებულ სასწავლო საწარმოს ვებ ტექნოლოგიების განხრით.