ანა გოგოლაძე - მოწვეული სპეციალისტი- უძღვება მიკროეკონომიკის პრინციპებისა და
მაკროეკონომიკის პრინციპების კურსებს. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (MA)
ეკონომიკაში International School of Economics at TSU-დან (ეკონომიკის საერთაშორისო
სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და ბაკალავრის დიპლომი ეკონომიკაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მან
წარმატებით გაიარა CERGE-EI-ის თრენინგი Graduate Teaching Fellows Teaching Principles
and Practices for Economic Course. ამჟამად დასაქმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში
საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის
კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილებაში.