
რუსუდან ივანიშვილი -მედიცინის დოქტორი. ექიმი სტომატოლოგი. მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა თსუ - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ 2014წ. იგი არის თსუ სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი 2007 წლიდან, სადაც უძღვება თერაპიული სტომატოლოგიის და ბავშვთა ასაკის თერაპიული სტომატოლოგიის კურსს. ამავდროულად, 2005 წლიდან დაკავებულია პრაქტიკული საქმიანობით. მუშაობს ექიმ სტომატოლოგად თერაპიულ სტომატოლოგიაში, პაროდონტოლოგიასა და პირის ღრუს ქირურგიაში. აქვს ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის, პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ზრდასრულთა სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. თანაბრად ფლობს მშობლიურ(ქართულ) , ინგლისურ და რუსულ ენებს.