ნათია ამირიძე მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტია. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მარკეტინგის სფეროში. უკანასკნელი 6 წლის მანძილზე მუშაობდა კომპანია Red Bull-ში კავკასიის კომუნიკაციის მენეჯერის თანამდებობაზე. 2017 წელს გადაწყვიტა გაეკეთებინა მიუზიკლი Welcome To Georgia - The Musical, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს გააცნობდა. წარმოდგენის პრემიერა 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართა და დღესაც გრძელდება. ნათია ამ პროექტის ავტორი და პროდიუსერია. ასევე, ამჟამად აქტიურად დაკავებულია სხვადასხვა, როგორც ტურიზმის, ისე ივენთ მენეჯმენტის სფეროში.