თეონა ფირანიშვილი - მოწვეული ლექტორი. უძღვება საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსს. მიღებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია) და ასევე საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წლიდან არის ხუთი საერთაშორისო უნივერსიტეტის (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ხორვატია, ავსტრალია) გაერთიანებული სადოქტორო პროგრამის მონაწილე „ადამიანის უფლებები, საზოგადოება და მრავალდონიანი მმართველობა“. თეონას სადოქტორო კვლევის თემაა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კვიპროსის და საქართველოს არაღიარებულ დე-ფაქტო ტეროტორიებზე - აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, და ჩრ. კვიპროსში. თეონა 2012-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტში. ამჟამად მკვლევარის და პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.