გელა ფოჩხუა - მოწვეული ლექტორი - უძღვება კურსს “ევროკავშირი, ნატო და
ტრანსატლანტიკური პოლიტიკა”. 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროში თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვის, ტრანსფორმაციის, უსაფრთხოების და
სხვა საკითხებზე. არის ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების შემსწავლელი
ევროპული ცენტრის, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, შვედეთის თავდაცვის
უნივერსიტეტის და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის კურსდამთავრებული. აქვს
მაგისტრის ხარისხი საერთშორისო სტრატეგიაში და დიპლომატიაში (MSc) მიღებული
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისგან და მაგისტრის ხარისხი
პოლიტიკურ მეცნიერებაში (MA) ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტიდან. ის არის
რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ერთ-ერთი გამოქვეყნებულია
პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის კვარტალურ ჟურნალში. აქვს პროექტების
მართვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკურ
საქმიანობაში პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.