ლია გელაზონია, მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტში გაუძღვება
ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კურსს.
ლია გელაზონიას მიღებული აქვს ბიოლოგიის მაგისტრის ხარისხი ი. ჯავახიშვილის
თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში. ასპირანტურა გავლილი აქვს ციტოლოგია,
ჰისტოლოგია, ემბრიოლოგიის სპეციალობით და აკადემიური დოქტორის ხარისხი
მინიჭებული აქვს ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (სპეციალობა:
ფუნდამენტური ნეირომეცნიერებები).
სხვადასხვა დროს, ლია გელაზონია იყო ასოცირებული მკვლევარი ტეხასის
უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში და მოწვეული მეცნიერი გერმანიის
კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში (DAAD-ის პროგრამა).
ლია გელაზონია აქტიური მეცნიერია: გააჩნია პუბლიკაციები რიგ საერთაშორისო
რეიტინგულ ჟურნალებში, არის ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ ვიქტორ პრედის
ხელმძღვანელობით გამოცემული პრესტიჟული კრებულის „Neuropathology of Drug
Addictions and Substance Misuse” ერთ-ერთი თავის თანაავტორი, მიღებული აქვს
მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონფერენციებში, არის ევროპის
ნეირომეცნიერთა ასოციაციის და რიგი სხვა საერთაშორისო პროფესიული
საზოგადოებების წევრი.
ამჟამად ლია გელაზონია ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის
ცენტრის უფროსი მეცნიერია. სამეცნიერო კვლევის გარდა, ის წლების განმავლობაში
ჩართულია სხვადასხვა ტიპის თრეინინგებში, საზაფხულო სკოლებსა და
ვორქშოპებში.
ლია გელაზონია ფლობს უჯრედის ბიოლოგიის კვლევის რიგ განსაკუთრებით
თანამედორვე და მაღალინფორმაციულ მეთოდებს.