გიგი წიკლაური - მოწვეული ლექტორი - უძღვება აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის პოლიტიკის კურსს. ამერიკისმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა 2019 წლის ივლისში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მისი აკადემიური ინტერესის საგანს წარმოადგენს ამერიკის საგარეო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკის ფორმირება და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საკვანძო ინსტიტუტები და აქტორები. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები ამერიკის მიერ რონალდ რეიგანის და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციების პერიოდში ძალის გამოყენების, იმიგრაციის ტენდენციების და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესის შესახებ. 2002-2016 წლებში გიგი წიკლაური მუშაობდა საქართველოში ამერიკის საელჩოში ელჩის მთარგმნელის პოზიციაზე. 2005, 2009 და 2014 წლებში მიღებული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოები „გამორჩეული სამსახურისთვის.“ 2016 წლიდან დღემდე ეწევა აკადემიურ და კერძო მთარგმნელობით საქმიანობას.