სოფო გელავა მედიის განვითარების ფონდში 2016 წლიდან მუშაობს. ის მედიაწიგნიერების პროგრამების ხელმძღვანელი და პლატფორმა „მითების დეტექტორის“ რედაქტორია. პლატფორმა მიზნად ისახავს ქართულ მედიაში ანტი-დასავლური პროპაგანდის მოკვლევას და გადამოწმებას. სოფო ჩართულია ახალგაზრდებთან, ჟურნალისტებთან და მასწავლებლებთან მედიაწიგნიერების ტრენინგებში, კონცენტრირდება ვიზუალურ მანიპულაციებსა და გეოლოკაციაზე, ასევე ტროლებზე. არის მედიის განვითარების ფონდის არაერთი პუბლიკაციის მკვლევარი და თანაავტორი.
სოფო არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის „International Leadership Visitor’s Program” მონაწილე. ასევე გაიარა აკადემიური კურსი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრ. აფრიკის რეგიონის ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ მიუნხენის ლიუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. აქვს პოლიტიკის მეცნიერების (კავკასიის კვლევების) მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან.