პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: |
საქართველოს/უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1) ერთიანი ეროვნული გამოცდები; 2) ინგლისური ენა B2 დონე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ ბრძანებით განსაზღვრული კატეგორიის აბიტურიენტებისათვის (იხ. ინფორმაცია http://www.mes.gov.ge/content.php?id=1131&lang=geo ):
1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.
2) ინგლისური ენა B2 დონე.
3) გასაუბრება/გამოცდა ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკის საბაზო საკითხებში;
ინგლისური ენის (B2) ცოდნა შესაძლოა დადასტურდეს TOEFL, IELTS, FCE და CERTUS სერთიფიკატების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს არ აქვს ზემოაღნიშნული სერტიფიკატი, ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით. |
პროგრამის მიზანი: |
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნების მომზადებით. ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. დასახული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული რეფორმების განხორციელებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში, ასევე შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ საექთნო სპეციალიზაციის, მაგისტრის და მომავალში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. |
სწავლის შედეგი: |
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
- ფლობს და განსაზღვრავს საექთნო საქმის საბაზისო თეორიულ საკითხებს;
- აღწერს, განმარტავს, ადარებს, განასხვავებს და მიმოიხილავს ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის, დედათა და ჩვილის მოვლის, გერიათრიის, ფსიქიატრიის ძირითად საკითხებს;
- ფლობს საექთნო პროცესის ეტაპების (საექთნო შეფასება, დიაგნოსტირება, მოვლის გეგმის შედგენა, განხორციელება, შედეგების შეფასება) შესახებ ცოდნას;
- აღწერს, განმარტავს და განიხილავს საექთნო მანიპულაციებისა და პროცედურების დანიშნულებასა და ჩატარების წესებს; აცნობიერებს პროტოკოლების შესაბამისად მათი ზედმიწევნით სწორად წარმართვის მნიშვნელობას.
- ფლობს ცოდნას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ძირეული პრინციპების შესახებ;
- აღწერს, განმარტავს და მიმოიხილავს საექთნო საქმეში გამოყენებულ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიას და მეთოდებს;
- ფლობს საექთნო მოვლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის პრინციპებს;
- იცნობს, განსაზღვრავს და საჭიროებისამებრ შეარჩევს რთული და პრობლემური/კრიტიკული (მათ შორის კონფლიქტური) სიტუაციების მართვის პრინციპებს;
- აცნობიერებს პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, მკურნალობა-რეაბილიტაციისა და პალიატიური ღონისძიებების მნიშვნელობას ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე;
- აცნობიერებს ექთნის ფუნქცია-მოვალეობებს და მის როლს ჯანდაცვითი სერვისების მიწოდებაში;
- აცნობიერებს, აღწერს და განმარტავს, საექთნო საქმის თეორიულ ასპექტებს შორის ურთიერთკავშირებს;
- აცნობიერებს პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გავლენას ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე;
- აცნობიერებს პაციენტისთვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას;
- აცნობიერებს ჯანდაცვის გუნდის მნიშვნელობას საექთნო პროცესის წარმართვისათვის;
უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
- იყენებს „საექთნო შეფასების“ მეთოდსა და საექთნო თეორიებს;
- ახორციელებს საექთნო მანიპულაციებსა და პროცედურებს;
- მედიკამენტებს იყენებს უსაფრთხოდ;
- აწარმოებს საექთნო დოკუმენტაციას;
- უზრუნველყოფს საექთნო მომსახურების პროცესს შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით;
- უზრუნველყოფს პაციენტის ადვოკატირებასა და კონფიდენციურობას;
- იძიებს, განმარტავს და აანალიზებს პაციენტის საექთნო მოვლის დროს სტანდარტული და ცალკეული საექთნო სპეციფიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის (მათ შორის ეთიკური) გადასაწყვეტად აუცილებელ მონაცემებსა და ინფორმაციას და დასკვნის სახით წარმოადგენს მას;
- აფასებს პაციენტებთან და ოჯახებთან პარტნიორულ მუშაობას;
- განსაზღვრავს და აფასებს საექთნო საქმიანობაზე ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის გავლენას;
- სწავლობს, ადარებს და აფასებს ინდივიდუალურ და პოპულაციურ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებს სიტუაციური ანალიზის გამოყენებით;
- აანალიზებს სხვადასხვა ეთიკურ თუ სამედიცინო მოვლის საკითხებთან დაკავშირებულ სიტუაციებს;
- აფასებს ინდივიდების, პოპულაციის, მათ შორის მიზნობრივი ჯგუფების (ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, ნოზოლოგიური, სოციალური სტატუსი) ჯანმრთელობის მდგომარეობას;
- აწარმოებს პროფესიულ ჩანაწერებს (ანგარიში, წინადადებები) საექთნო მოვლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით;
- ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის საექთნო საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ წარადგენს დეტალურ წერილობით და ზეპირსიტყვიერ ანგარიშებს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების, სამედიცინო პერსონალისთვის;
- უზრუნველყოფს პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემის მქონე პირების როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით ინფორმირებასა და განათლებას.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
- აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს საექთნო საქმიანობის სფეროებში (მათ შორის თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, გერიათრიული) და განსაზღვრავს შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
- უზრუნველყოფს პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვას პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებით და ისწრაფვის მათი საექთნო პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის;
- ითვალისწინებს პაციენტისა და პაციენტის ოჯახის წევრების ემოციური, სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელობას ეფექტური საექთნო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.
|