ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი (ქართ) 2016
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების,  დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრების, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნებისა  და წინასწარ განსაზღვრული  მითითებების შესაბამისად პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების  უნარის მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება არქიტექტურის და დიზაინის საფუძვლების, არსის, განვითარების კანონზომიერებების და პროექტირების მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული

იცნობს:

·          თანამედროვე არქიტექტურის მახასიათებელი ნიშნებსა და სტილისტიკას, ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებსა და ტრანსფორმაციას, არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლებს, შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიურ ჯგუფებს,  ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი  განვითარების ძირითად მოთხოვნებს;

·          მსოფლიო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს მიღწევებს, თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციებს და  განვითარების ეტაპებს;

·          არქიტექტურული ფორმების მოცულობით მასშტაბს  და მისი ადგილთან შეთავსების ხერხებს,  მცირე ზომის ობიექტების დაპროექტების სტადიებს, მოცულობით-სივრცითი დიზაინერული ფორმების და ტიპების  თავისებურებებს და მახასიათებლებს;

·          არქიტექტურის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და ნორმატიულ წესებს.

აცნობიერებს:

·         კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ურბანული რეკონსტრუქციის ფაქტორის როლს  ისტორიული ქალაქის სარეკონსტრუქციო სტრუქტურაში;

იცის:

·         ფიგურების  სიბრტყეზე  გამოხაზვისათვის საჭირო ორთოგონალური და აქსონომეტრიული გეგმილების აგება, ორთოგონალური გეგმილების მიხედვით აქსონომეტრიის აგება, სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე ძირითადი გეომეტრიული ფიგურების დაგეგმარება და მონჟის კოორდინირებული ეპიური, ძირთადი პოზიციური ამოცანებისა და ეპიურის გარდაქმნის მეთოდები;       

·         ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპების, მრავალფუნქციური  საცხოვრებელი სახლის ტიპების, ბიზნეს ცენტრის ცალკეული ბლოკების გეგმარების სპეციფიკა, სუპერმარკეტისა და ავტოსადგომის გეგმარების სტანდარატები, დაპროექტებული მასალის პლანშეტზე განაწილება და ორთოგონალში გამოხაზვა;

·         ინსოლაციის ანგარიშის მეთოდები, ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ანგარიში, არქიტექტურული  აკუსტიკის  საკითხები; 

·         დიზაინის, კონსტრუირების, მაკეტირების ხერხები და თავისებურებები;

3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული  ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება და სამგანზომილებიანი მოდელის აგება, AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული  ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგება.


უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული

ახერხებს:

·         საბაკალავრო დაცვისთვის განსაზღვრულ პროექტზე მუშაობისას პრაქტიკულად გამოიყენოს  პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებით მიღებული ცოდნა სამშენებლო კონსტრუქციებისა და მასალების ტექნიკური, ექსპლუატაციური და ესთეტიკური მახასიათებელების შესახებ, ასევე, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების თავისებურებანი და პროექტი მოამზადოს და  წარმოადგინოს ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით.

·         შესრულებული  საპროექტო ნამუშევრის წარდგენისას თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურ და მიზნობრივ გამოყენებას;  საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების თანმიმდევრულ კომპეტენტურ დეკლარირებას.

ახორციელებს:

·          არჩეული ობიექტის მაკეტის ბაზას, ფიგურის ორთოგონალური  გეგმილის მიხედვით  პერსპექტივის აგებას; ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის ინტერიერის, საგნობრივი გარემოს და სივრცის სწორად ორგანიზებასა და დაპროექტებას, წინასწარ განსაზღვრული მითითებით;

·         სხვადასხვა დანიშნულების შენობის გეგმების, ფასადების, ჭრილების შესრულებას, გეგმარებითი ამოცანის კომპლექსური სახით გადაჭრას;

·         არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვისას, მასში გარკვეული კორექტივების, ცვლილების შეტანას;

·         სივრცის დაპროექტებისას იმ არქიტექტურული ფაქტორების გათვალისწინებას, რომლებიც განსაზღვრავენ ღია და დახურულ სივრცეებში აკუსტიკურ კომფორტს;


პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:

·         რეალურ პრაქტიკაში,  შეძენილი მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების საფუძველზე,   თავისუფალ რეჟიმში დიალოგის და კამათის წარმართვისას, ზედმიწევნით დაიცვას  პროფესიულ/ეთიკური ნორმები; 

·         მინიმალური დახმარებით შეარჩიოს საპროექტო ტერიტორიის  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემა, დაგეგმოს და განახორციელოს მცირე კვლევა და   მოახდინოს მიღებული შედეგების ტრანსფორმირებით შექმნას ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი  საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.

შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი