ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ. სწავლა იწყება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი აკადემიური კალენდრის მიხედვით. სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება პრეზიდენტების ბრძანებით, პროგრამის დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. სადოქტორო პროგრამაზე სწავლა შეუძლია: · ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ფართო სფეროს მიმართულების მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს; ან · არაჯანდაცვითი კვალიფიკაციის აპლიკანტებს თუ მათ უდასტურდებათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპენტენციების სფეროების გათვალისწინებით საკითხების/საგნები (ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, ეპიდემიოლოგია- ბიოსტატისტიკა, კვლევითი მეთოდები, პროექტების მენეჯმენტი, ჯანდაცვის სერვისების მართვა, ეთიკა და ბიოეთიკა, ჯანმრთელობისა და მედიცინის ისტორია, ჯანმრთელობის დაზღვევა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ქცევების ცვლილება, პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში, საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომი და სხვა) არანაკლებ 60 ECTS კრედიტის მოცულობით; ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთან ასოცირებულ პროფესიულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; რისთვისაც გასაუბრებაზე დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის მიერ აპლიკანტის დახასიათება; გ) სოციალური ჯანმრთელობის და/ან ჯანდაცვის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის არაუმცირეს 2 წლიანი გამოცდილება სათანადო შედეგების წარმოჩენით; რისთვისაც გასაუბრებაზე დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს კვლევის ხელმძღვანელის მიერ აპლიკანტის დახასიათება, კვლევაში მისი როლისა და ადგილის მითითებით, შესაბამისი სტატია, ან პროფესიონალურ კონფერენციებზე კვლევის შედეგების წარმოჩენა. · პირს, რომელსაც უდასტურდება ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატით (TOEFL, GMAT, GRE, IELTS, FCE და CERTUS), საზღვარგარეთ ინგლისურენოვან ბაკალავრიატში/ მაგისტრატურაში/ დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტით ან საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებით. საუნივერსიტეტო უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისას ინგლისურ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. კვალიფიკაციასა და კომპეტენციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარადგინოს შესასწავლი საკითხის მიმართულებით კვლევის კონცეფცია, რომლის დადებითად შეფასების საფუძველზე ხორციელდება ჩარიცხვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ფართო პროფილის მეცნიერის მომზადება, რომელიც შეძლებს დარგში ახალი ცოდნის შექმნას, არსებული ცოდნის სტრუქტურულად გააზრებასა და გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდას და, შესაბამისად, საზოგადოებრივი და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, შეძლებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჯანმრთელობის დეტერმინანტების კვლევას, მათი მართვის თანამედროვე მეთოდებით მიღებული შედეგების შეფასებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სასწავლო მოდულების შემუშავებასა და სწავლებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში სამეცნიერო პროექტების მომზადებას და ჯანდაცვის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებას. სადოქტორო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს უმაღლეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, ჯანდაცვით ორგანიზაციებში, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების მქონე სადაზღვევო კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალურ ჯანმრთელობის პოლიტიკის, ჯანდაცვითი სერვისების ფორმირებისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მკვლევარის/ხელმძღვანელის/აკადემიურ პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობას.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

შეჯამებული შედეგები
კურსდამთავრებულს ექნება:
  • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სისტემურ და უახლეს ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სისტემის/ების, სერვისების განვითარების გლობალური ჯანმრთელობის უახლესი ტენდეციებისა და მიდგომების, მოქმედების მრავალდარგობრივი მექანიზმისა და მტკიცებულებების შესახებ.
  • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს ჯანმრთელობის მეცნიერებებში თანამედროვე კვლევებში (მათ შორის, თვისებრივ კვლევებში) ძირითადად გამოყენებული კვლევის დიზაინის ტიპებს და ადგენს სისტემური არგუმენტის ვალიდურობას მეცნიერების ფილოსოფიის სხვადასხვა თეორიის ურთიერთშედარების დროს. · კრიტიკულად აანალიზებს და სისტემატიზირებას უკეთებს ცოდნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში ინტერდისციპლინურ დონეზე (გარემოს ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ეპიდემიოლოგიის, ქრონიკული და გადამდები დაავადებების მართვის სპეციფიკის, ჯანმრთელობის ფილოსფიისა და კვლევის ეთიკის, ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების მიწოდების), ასევე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების/პროექტების შემუშავებას, სწავლების აქტიურ სტრატეგიებსა და პედაგოგიური კომუნკაციის არსებით საკითხებს. · თვისობრივი და შერეული კვლევის მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს კვლევის დაგეგმვას, პროცესის წარმართვას, მონაცემთა მიღებასა და სიღრმისეულ ანალიზს.
  • პრაქტიკაში იყენებს ეპიდემიოლოგიური და ბიოსტატისტიკური კვლევის მეთოდებს. · მონაწილეობს და გეგმავს საზოგადოებრივი, გლობალური და ინდივიდუალური სამედიცინო სერვისების თავისებურებების (სამართლიანობა, ხელმისაწვდომობა, სარგებლიანობა, მოცვადობა), ღონისძიებების შეფასების მიზნით კვლევებს და ახორციელებს კვლევით პროცესებზე ზედამხედველობას. · შეიმუშავებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გზებს, შესაბამისი ჯანდაცვითი პროდუქტების ფორმირებისა და განვითარების მიზნით;
  • ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა სისტემური მართვისადმი მულტიდისციპლინური გზით ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ კვლევით, პრაქტიკულ და გამოყენებით საკითხებს ეროვნულ და გლობალურ სტრატეგიებთან შესაბამისობით.
  • კრიტიკულად აანალიზებს და შეიმუშავებს, მუდმივად ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გლობალურ ჯანმრთელობაში არსებული ცოდნისა და პრაქტიკის ახალი გამოწვევების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით აკადემიური და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებს.
  • იცავს აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპებს, ეთიკას.
  • საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებით გეგმავს და მართავს ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ სამეცნიერო-კვლევით პროცესს და შეიმუშავებს უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კვლევით პროექტს/ნაშრომს.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი