ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

პროგრამები

სადოქტორო მიღება 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრზე მიმდინარეობს 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით

საბუთები უნდა ჩააბაროთ საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსი, ოთახი 511, სასწავლო ოფისის განყოფილება.

წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი: (გაითვალისწინეთ რომ აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ბეჭდურ ფორმატში, ასევე ელექტრონული ვერსია, ჩაწერილი CD -ზე)

ა) პროფესიული რეზიუმე - CV (ქართულ ენაზე)

ბ) ფოტოსურათი 3X4;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში პასპორტის/ბინადრობის ნებართვის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ან ბინადრობის მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია, სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული; (27 წლამდე მამაკაცებისთვის)

ე) ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი ან დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით საზღვარგარეთ ინგლისურენოვანი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან დაინტერესებულმა პირმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდა დარგობრივ ინგლისურ ენაში. ინგლისურ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. ინგლისური ენის ნაცვლად სხვა უცხო ენის ცოდნის შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს არანაკლებ B2 დონის ცოდნა და ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე. ამ შემთხვევაში, აღნიშნული უცხოური ენის მიმართ ვრცელდება ამ დებულებით ინგლისურ ენასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაცია. (სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში იხ: https://ug.edu.ge/ge/sauniversiteto-debuleba-new-full/122; )

ვ) მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი არ არის გაცემული საქართველოში, უცხოეთში მიღებული განათლება აღიარებული უნდა იქნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სამართალმცოდნეობის დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

ზ) კვლევის კონცეფცია იმ თემის შესახებ, რაზეც აპლიკანტს შემოაქვს საბუთები; (https://ug.edu.ge/ge/sauniversiteto-debuleba-new-full/33)

ი) შესაბამის სფეროში არსებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროქტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული უნდა იძლეოდეს კანდიდატის კვლევითი უნარების შეფასების შესაძლებლობას.

კ) შესაბამისი სამეცნიერო დარგის პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/სამეცნიერო პერსონალის ან/და საქართველოს უნივერსიტეტის ემერიტუსის სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი სკოლის საბჭოს დამატებითი მოთხოვნის შემთხვევაში.

საბუთების მიღება მიმდინარეობს მხოლოდ შემდეგ პროგრამებზე გამოცხადებულ თემებზე:

ისტორიის სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო თემის დასახელება თემის ხელმძღვანელი გამოცხადებული ადგილების რაოდენობა სკოლა სწავლის საფასური
"თანამედროვე თურქეთი და რეგიონის უსაფრთხოების საკითხი: მიდგომები და ტენდენციები". - ანოტაცია ზურაბ ბატიაშვილი 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
საქართველოს ეკლესია XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. - ანოტაცია ვაჟა კიკნაძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
საქართველო XIV საუკუნეში - ანოტაცია ვაჟა კიკნაძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
საქართველო ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებში (წყაროები და ისტორია) - ანოტაცია მანანა სანაძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
ქართული ეკლესიის ისტორია - ანოტაცია თამარ ქორიძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
ევროპა XIX საუკუნეში - ანოტაცია ლალი ფირცხალავა 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
"ქართული ისტორიული აზრის განვითარების ისტორია XIX-XX საუკუნეებში" - ანოტაცია დოდო ჭუმბურიძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
საქართველოს ისტორია (XI-XV საუკუნეები) - ანოტაცია ანდრო გოგოლაძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ

მათემატიკის სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო თემის დასახელება თემის ხელმძღვანელი გამოცხადებული ადგილების რაოდენობა სკოლა სწავლის საფასური
ჰარდის ტიპის უტოლობები, ოულშის, კაჩმაჟის და ტრიგონომეტრიული სისტემები და სხვადასხვა კლასიკური ოპერატორების შემოსაზღვრულობა ჰარდის და ლებეგის სივრცეებში - ანოტაცია გიორგი ტეფნაძე 1 მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სკოლა 3000 ლ

ფიზიკის სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო თემის დასახელება თემის ხელმძღვანელი გამოცხადებული ადგილების რაოდენობა სკოლა სწავლის საფასური
გაუმჯობესებელი MIMO სისტემები შემცირებული რაოდენობის აქტიური ანტენით - ანოტაცია ნოდარ უღრელიძე 1 მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სკოლა 3000 ლ

მას. კომუნიკაციების სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო თემის დასახელება თემის ხელმძღვანელი გამოცხადებული ადგილების რაოდენობა სკოლა სწავლის საფასური
მედიაეფექტები და გენდერული სტერეოტიპების ტრანსფორმაცია: ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქება საქართველოში - ანოტაცია მარი ბანძელაძე 1 სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო თემის დასახელება თემის ხელმძღვანელი გამოცხადებული ადგილების რაოდენობა სკოლა სწავლის საფასური
ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია: ინოვაციები, გამოწვევები და სტრატეგიული გავლენა - ანოტაცია ნათია სურმანიძე 1 ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
ფორმალური და არაფორმალური განათლების წვლილის შეფასება ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში - ანოტაცია როია ანვარი 1 ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებელთა ქცევა და ბრენდინგი - ანოტაცია იზა გიგაური 1 ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
საგადასახადო სტიმულირების გავლენა ინოვაციებსა და სტარტაპზე საქართველოს მაგალითზე - ანოტაცია იზა ბუკია 1 ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
კრიპტოვალუტის ბაზრის საგადასახადო რეგულირება - ანოტაცია იზა ბუკია 1 ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმების გავლენა საქართველოსს საგადასახადო პოლიტიკის ფომირებაზე და ბიზნესზე - ანოტაცია იზა ბუკია 1 ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ

ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო თემის დასახელება თემის ხელმძღვანელი გამოცხადებული ადგილების რაოდენობა სკოლა სწავლის საფასური
თემატური სივრცეები და მათი ენობრივი ობიექტივაციის თავისებურებები მარიჯანის შემოქმედებაში - ანოტაცია ნანა ფრუიძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ
სემანტიკური ფრეიმების ტრანსფორმაციის თავისებურებები ქართული ენის ცოდნის დონეების გრადაციის კონტექსტში - ანოტაცია ნანა შავთვალაძე 1 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 3000 ლ

დოქტორანტების წახალისების მექანიზმები

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

დამატებითი შეკითხვებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე : Nat.manjikashvili@ug.edu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სადოქტორო სწავლების მენეჯერი - ნათია მანჯიკაშვილი.


მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა, IV კორპუსი, ოთახი 505

www.ug.edu.ge (Online Chat)
ტელეფონი: 2 55 22 22
ელ-ფოსტა: nat.manjikashvili@ug.edu.ge

სადოქტორო პროგრამები



მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა


სამართლის სკოლა


სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა


ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა


ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა



SHARE ON






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი