საერთაშორისო პროგრამები
სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში აღმოცენდა, უფრო კომპლექსურია და რთული. მათი იდენტიფიცირებისა და ზემოქმედებისათვის საჭირო პროგრამების შედგენისა და განხორციელების მიზნით ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მიდგომას. დღესდღეობით მოსახლეობის ჯანმრთელობის არსებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, როგორიცაა კიბო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ახასიათებთ მრავალი სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული ეტიოლოგია. ჯანმრთელობის ძირითადი რისკები უმეტესად გამომდინარეობს სოციალური და ქცევითი სფეროებიდან. შესაბამისად, ჯანმრთელობის სოციალური დეტერმინანტები წარმოადგენენ ცნობილი რისკ ფაქტორების 50%-ს. მეორეს მხრივ, სოციალური მომსახურება მიზნად ისახავს მოსახლეობის ისეთი სოციალური ასპექტების გაუმჯობესებას, როგორიცაა განათლება, საცხოვრებელი პირობები, ჯანდაცვა, დასაქმება და სხვა. დღესდღეობით შეუძლებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინდიკატორების გაუმჯობესება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა სოციალური სერვისების კომპონენტის განხილვის გარეშე. რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები, სტრატეგიების შემუშავება და ინტერვენციების დანერგვა მოითხოვს მაღალკვალიფიციური პერსონალს, ადექვატურ და დროულ კვლევასა და მრავალდისციპლინური გუნდის არსებობას, რომელიც შედგება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების, ასევე სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგისგან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე ევროპული მოდელი უმეტესად ორიენტირებულია სოციალურ კომპონენტებზე, ვიდრე სამედიცინო ასპექტებზე.
გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი პროექტის მიზანია სადოქტორო პროგრამის შემუშავება და დანერგვა, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით უახლესი ცოდნის შეძენისკენ, კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშვებაზე, რომელიც ამავე დროს მჭიდრო კავშირშია სოციალურ მეცნიერებებთან. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთში სოციალური და ჯანმრთელობის მომსახურების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას დიპლომისშემდგომი პროგრამის განვითარებით, დარგისთვის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებით, რომელთაც მომავალში შეეძლებათ სფეროში არსებული საჭიროებების დროული შეფასება, პროგრამების შემუშავება და საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიზნობრივი აქტივობების განხორციელება. პროექტი ასევე მოიაზრებს საჭირო თემატიკის გათვალისწინებით ახალი სასწავლო მოდულების მომზადებას და მათ კომბინაციას.
პროექტი სამ წლიანია და სამიზნე სფეროა ერთის მხრივ ჯანდაცვა (მედიცინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა), ხოლო მეორეს მხრივ - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები.
წარმოდგენილი პროექტი სრულად შეესაბამება შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების საერთო მიზნებს, რომლებიც მოიცავს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მოდერნიზებას და მონაწილე ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობის დონის ზრდას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
წარმოდგენილ პროექტში არსებობს რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც მონაწილე ქვეყნებისთვის ინოვაციურია:
როგორც გრძელვადიანი შედეგი, პროექტი ხელს შეუწყობს მონაწილე უნივერსიტეტების გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობას, ასევე ორივე ქვეყანაში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, მათ ეფექტურ მართვას და მომავალ კურსდამთავრებულთა კარიერული პერსპექტივების ზრდას.
პროექტის მონაწილეებია: