საქართველოს უნივერსიტეტი აქვს პატივი ასახული იყოს ECFMG-ის სიაში.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამას გააჩნია ECFMG სერტიფიცირება, რაც ზრდის ჩვენი კურსდამთავრებულებისათვის კარიერულ შესაძლებლობებს საერთაშორისო მასშტაბით.
ECFMG წარმოადგენს საგანმანათლებლო კომისიას უცხოელ კურსდამთავრებულთათვის სამედიცინო მიმართულებით. მისი სერტიფიცირება საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს უადვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმის ლიცენზიის მოპოვებას და ამ კუთხით პრაქტიკის გავლის მეტ შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო ბაზარზე.