სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა არის ევროპული მედია განათლების ასოციაციის ( European Journalism Training Association) წევრი 2018 წლიდან.
EJTA 1990 წელს დაარსდა და აერთიანებს დაახლოებით 70 ჟურნალისტურ ცენტრს, სკოლას და უნივერსიტეტს ევროპის 30 ქვეყნიდან. ასოციაციის წევრი ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობენ, რომ ევროპაში გააუმჯობესონ ჟურნალისტიკის მიმართულებით ცოდნა.
ასოციაცია საშუალებას აძლევს წევრ ორგანიზაციებს განახორციელონ გაცვლითი, სასწავლო და კვლევითი პროექტები.