ჩვენი სტუდენტები
ქეთი ელიაშვილიეს სურათი გადავიღე ირლანდიაში, სადაც Trimble R10 ჯიპიეს ანტენა მიჭირავს და დედამიწის თანამგზავრიდან მოსული სიგნალებით კოორდინატებს ვიღებ. როგორ მივაღწიე აქამდე? ყველაფერი საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო. 2009 წელს ჩავაბარე საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხითა და დისციპლინით, სწორედ ამიტომ, მაგისტრატურაც ამავე უნივერსიტეტში გავაგრძელე. მაგისტრატურის პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ 6 თვიან პრაკტიკაზე მიმიღეს გერმანიაში, მანქანების მწარმოებელ ფირმა “აუდი”-ში, პროექტ მენეჯმენტის განხრით, კერძოდ, საწარმოო პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მონიტორინგისთვის ახალი პროგრამული პაკეტების დანერგვისთვის. შემდეგ ერასმუსით მოვხვდი დუბლინის ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც შევიცვალე პროფესიული პროფილი და დავამთავრე მაგისტრატურა გეოსივრცითი ინჟინერიის განხრით. თეზისის წერის პერიოდშივე ვიპოვე სამსახური ამავე განხრით და უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობ ირლანდიაში ტოპოგრაფიკულ კომპანიაში. |