ჩვენი სტუდენტები
კონსტანტინე ბზიკაძეჩემი, როგორც მომავალი სტუდენტის პირველი პროფესიული გამოწვევა - სწორად შემერჩია უნივერსიტეტი ბევრ კითხვასთან და ეჭვთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ სტუდენტობის მომდევნო 4 წელი საქართველოს უნივერსიტეტს დავუკავშირე. სასწავლო წლები იყო დატვირთული და გამოწვევებით სავსე, თუმცა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის არსებული წახალისებები გვაძლევდა სწავლის საკმარის მოტივაციას - პირველი კურსიდან დამენიშნა სტიპენდია, უკვე მეორე კურსიდან კი საშუალება მომეცა ჩემი პროფესიით მემუშავა საქართველოს უნივერსიტეტის ფინანსურ დეპარტამენტში. სამუშაო გამოცდილების გარდა, საქართველოს უნივერსიტეტმა მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო განათლება უცხოეთში: ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე ვსწავლობდი ჩეხეთში, ტომას ბატას უნივერსიტეტში. ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის დაფინანსებით ევროპის ინოვაციების აკადემიაში ერთი თვის მანძილზე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობდით Start-up - ების შექმნასა და განვითარებაზე. დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა, რომ დამამთავრებელ კურსზე მუშაობა დამეწყო წამყვან საკონსულტაციო კომპანიაში - EY Georgia LLC- ში. |