ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ჩვენი სტუდენტები

მარიამ ლაშხი

გაიცანით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინფორმატიკის პროგრამის კურსდამთავრებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილე - მარიამ ლაშხი.

"საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი IT აკადემიური ცოდნის მიღების საშუალებაა. დღეს როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშეა, განსაკუთრებული როლი ენიჭება საინფორმაციო ტექნოლოგიების და დიჯიტალიზაციის მნიშვნელობას. კიდევ უფრო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ხდებიან IT სპეციალისტები. მოთხოვნაზე ორიენტირებული აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის მიღება არის აუცილებელი წინაპირობა მომავლის პროფესიების ასათვისებლად, სწორედ ამის საშუალებას იძლევა საქართველოს უნივერსიტეტი.

ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი ჩემს ცხოვრებაში, რამაც ბიძგი მისცა ჩემს სამომავლო განვითარებას.
საქართველოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და კავშირების საშუალებით შევძელი როგორც საერთაშორისო განათლების მიღება, ამასთან ერთად, პირველივე კურსის დასრულებისას დასაქმება."

მარიამ ლაშხს აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში (IFI) მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება.

ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში განხორციელებული ძალისხმევისთვის მიღებული აქვს ჯილდო "ქალი ლიდერი მთავრობაში"; გახლავთ საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზების გაერთიანების სენატორი.

მუშაობდა მსოფლიო ბანკში, კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. სტატისტიკის სამსახურში ის იყო გეოინფორმაციული სისტემების IT სპეციალისტი. კერძო სექტორში მუშაობის პერიოდში მან შეძლო ორგანიზაციის არამხოლოდ საერთაშორისო გაყიდვების გაფართოება, არამედ კომპანიის ჰოლდინგად ფორმირება.

მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ინტიტუტების დიპლომები და სერთიფიკატები (დონალდ რამსფელდის ფონდი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, DAAD). გახლავთ Forbes Women-ის კონტრიბუტორი."







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი